top of page
Shared Office

საგარანტიო მომსახურება

                                                                                                                                                                                                                                             

         საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საგარანტიო ვადის (1 წელი) პერიოდში დაზიანებული მოწყობილობის უფასო და აუცილებელ შეკეთებას, რაც მოიცავს სერვისს და სათადარიგო       ნაწილების ღირებულებას.

შეკეთების ვადა, რა პერიოდშიც, „რენდერმა“ უნდა შეაკეთოს მაღაზიაში (ქ.თბილისი. ც.დადიანის-7, „ქარვასლა“, C505) მოტანილი ნივთი, გამყიდველის მიერ დადგენილი წესებით თანახმად, განისაზღვრება: შესაკეთებელი მოწყობილობის წარდგენიდან 30 სამუშაო დღით.​ საგარანტიო მომსახურების მისაღებად ნივთის მფლობელმა „რენდერის“ მაღაზიაში უნდა წარადგინოს საგარანტიო ფურცელი და ვალიდური ID ბარათი.

         საგარანტიო მომსახურება ვრცელდება:

  • ექსპლუატაციის ნორმების დაცვით  ლეპტოპის გამოყენების დროს მისი ტექნიკურად მწყობრიდან გამოსვლა ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას და ვრცელდება როგორც  Hardware-ზე, ასევე: 

  • ეკრანზე: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეკრანი არ ირთვება. სხვა ნებისმიერ ვიზუალურ დეფექტზე (სქრინბერნები, ლაქები, ზოლები, მკვდარი პიქსელები) გარანტია არ ვრცელდება

  • კლავიატურაზე: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება არაა გამოწვეული მექანიკურად და ღილაკ(ებ)ი არაა გაფუჭებული ზომაზე ძლიერად ჩაჭერით ან სითხის ჩაღვრით

  • დამტენზე: თუ იგი ვერ ასრულებს ფუნქციას და დაზიანება არ არის გამოწვეული კლიენტის ბრალეულობით: არასწორი ძაბვა, სითხის ჩაღვრა, დავარდნა ან სხვა მექანიკური დაზიანება

  • ელემენტზე: თუ იგი გაცვეთილია 50%-ზე მეტად ან საჭიროებს დამტენის რეგულარულ უწყვეტ გამოყენებას

  • SSD-ზე და RAM-ზე: თუ იგი დაზიანებულია და დაზიანება არ არის გამოწვეული არასწორი ძაბვით ან ხელოვნური მანიპულაციით

  • ოპერატიულ სისტემაზე (Windows) გარანტია არ ვრცელდება

  • ლეპტოპის ან მისი კომპონენტის დაზიანების საგარანტიო პირობებთან თავსებადობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს “რენდერის“ სერვის ცენტრი

 

         საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება, თუ:

  • გასულია საგარანტიო ვადის სრული პერიოდი (1 წელი)

  • საგარანტიო ფურცელი და ვალიდური ID ბარათი არ არის წარმოდგენილი

  • საგარანტიო ფურცელში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია, ძნელად იდენტიფიცირებადია და/ან არ იკითხება სერიული ნომერი

  • ლეპტოპს აღარ აქვს/დაზიანებულია ან თვითნებურად გამოცვლილია “რენდერის“ მიერ დაკრული დამცავი ბრონი (თუ კი იგი გააჩნდა ყიდვის მომენტში) და ჩანს, რომ გახსნილია კლიენტის ან მესამე პირის მიერ საგარანტიო ვადის პერიოდში

  • ლეპტოპი მექანიკური ზემოქმედებით არის დაზიანებული (დავარდნა, ზემოდან დაწოლა, ძლიერად გახსნა/დაკეცვა და ა.შ)

  • მოწყობილობა გამოიყენებოდა თავისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნებისთვის (მაგ: მაინინგი)

  • დაზიანება გამოწვეულია სითხის შეღწევით, ან ელ. ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება) მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების დარღვევით

 

         ლეპტოპის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ

  • ლეპტოპი ვერ შეკეთდა „რენდერის“ სერვისცენტრში მიტანიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში

  • ნივთი იცვლება მსგავსი მახასიათებლების და მდგომარეობის ლეპტოპით, კლიენტთან შეთანხმების საფუძველზე

                                                                                                                                                                                                                           

                                                                                                                                                                                                                     

                                                                                                                                                                                                                  რ ე კ ო მ ე ნ დ ა ც ი ე ბ ი

 

  1. ძლიერი დატვირთვის დროს (დარენდერება/თამაში) აუცილებლად შეაერთეთ დამტენზე და ლეპტოპი გადაიყვანეთ შესაბამის რეჟიმზე (Performance mode, Gaming mode) თავისივე სამართავი პანელიდან (Asus: Armoury Crate, Lenovo: Lenovo Vantage, Dell: Alienware Command Cener, Acer: Nitro Sense, HP: Omen Gaming Hub, Gigabyte: Gigabyte Control Conter) და დარწმუნდით, რომ ლეპტოპის ქულერებიდან ცხელი ჰაერი შეუფერხებლად გამოდის და არაფერი ბლოკავს, მაგალითად ქსოვილის ნაჭერი ან წიგნი. 

 

     2. სხვადასხვა პროგრამა თუ თამაში ითხოვს დრაივერების სხვადასხვა ნაკრებს, რომლებიც რეგულარულად ექვემდებარება განახლებას. შესაბამისად, პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, განაახლეთ დრაივერები -Check for updates-ის მეშვეობით, ან ლეპტოპის მწარმოებლის საიტზე თავისივე სერიული ნომრით

bottom of page